Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

19:05

18:08 - გიორგი ვაშაძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძის თქმით, ამ საქმის მოწმეებში არიან ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საქმის მოწმე პოლიციელებიც.

მისი თქმით, ისტორიულად დადასტურდება ამ საქმეების აბსურდულობა, რადგან ახლა მათ მოუწევთ ამტკიცონ, რომ „300 მეტრში ვაშაძე დაინახეს“, როცა წინა საქმეების შემთხვევაში ჩვენებებში ამბობდნენ: „ცუდი ხილვადობაა, არაფერი ჩანდა 50 მეტრის მანძილზე, სიბნელე იყო და ვერ გავარჩიე ქვა ვინ მესროლაო“.

ომარ ფურცელაძე მოითხოვს შეწყდეს საქმის წარმოება სასამართლოში.

18:27

17:58 - ზურა ჯაფარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ ამ საქმით ხელისუფლებამ მტრად გამოაცხადა უკრაინა და ევროკავშირი, ამ საქმეზე გადაწყვეტილებით სასამართლო კი ამას დააკანონებს.

„არცერთი მტკიცებულებით არ ირკვევა, რომ გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს რომელიმე მოქალაქე. საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ თვითონ რა ხდებოდა საქართველოში და იღებდნენ გადაწყვეტილებას. შეუძლებელია სანქცირების გადაწყვეტილება იყოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სანქციის გამოყენება არის კონვენციით გარანტირებული.

მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ დასანქცირებულა, დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, და აქ მთავარია, რომ ამ ქვეყნებმა გადაწყვიტეს ეს მექანიზმი გამოეყენებინათ.

მე, როცა უფლებადამცველი, ვუყურებდი ამდენი ადამიანის უფლებების დარღვევას, მეც სიამოვნებით მივიღებდი სანქცირების პროცესში მონაწილეობას საერთაშორისო პარტნიორების ადგილზე“.

18:00

17:54 - ნიკა მელიას ადვოკატი, ირაკლი კონდახაშვილი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს სხდომას არ ესწრება.

„როცა სასამართლო გამოაცხადებს ამ საქმეში არის მაღალი ალბათობა, რომ განაჩენი დადგებაო, ერთი თხოვნა მექნება ადგილზე თათბირით გამოაცხადეთ, რადგან ყველაფერი უკვე წინასწარ გადაწყვეტილია“.

18:00

17:42 - „აქ ირჩევა თემა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მტრად გამოაცხადა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები ამ პროცესზე ვართ ჩვენ, მოხდა დასავლური პოლიტიკური მოთხოვნების კრიმინალიზაცია“, - ამბობს ბექა ბასილაია.

მისივე თქმით, სამი ამოცანა დაუსვა სახელმწიფომ პროკურატურას.

„1. ნოემბერს-დეკემბრის მოვლენები, რაზეც ხელისუფლებას უნდა თქვას, რომ ეს ასობით ათასი ადამიანი ქარტველი პატრიორტები კი არ არიან, ამ პოლიტიკოსების ჭკუაზე მოსიარულე მასა

2. მეორე - ამ ადამიანების თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდოს საქმე, რომელიც მძიმე შედეგებისმატარებელია, სასჯელის თვალსაზრისით

3. მესამე - პროკურატურამ ჩათვალა, რომ საქართველოს მტერთან მეომარი ქვეყნის მთავარსარდლის საგაზეთო ინტერვიუ დაასაბუთებდა ამ პოლიტიკოსების ბრალდებას, რა არის ეს თუ არა საქართველოს მეგობარი ქვეყნის ლიდერის მტრად გამოცხადება - რუსეთიც ასე იქცევა“.

ბექა ბასილაიას თქმით, საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებად დევს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები. ის დაინტერესდა თუ სააკაშვილის განცხადებები დანაშაულის შემცველი იყო, მაშინ რას აკეთებდნენ პროკურორები, რომლებიც ამას უსმენდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება. ის ამბობს, რომ ამ პროკურორებს შორის იყო ლაშა კოტრიკაძეც, რომელიც ამ საქმეზეც ბრალდებას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ეს ჰგავს იმას, რომ დღეს ამ სხდომაზე გაკეთებული განცხადებებისთვის ის მომავალში გაასამართლონ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG