Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

14:01

13:31 - დარბაზში დამსწრეები შეუშვეს, საშუალოდ 60 კაცი. ყველა ვერ ახერხებს - კამათია.

პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა მოითხოვს, რომ საელჩოების წარმომადგენლებს დაუთმონ ადგილი.

სხდომაზე დასასწრებად მოსულები არიან აშშ-სა და გერმანიის საელჩოებიდან.

14:02

13:33 - წინასასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი.

საქმის პროკურორები არიან: ლაშა კოტრიკაძე და ანი ხუბეჯაშვილი.

14:02

13:33 - სხდომათა დარბაზში ბრალდებულები შემოჰყავთ. პირველი ნიკა გვარამიაა, შემდეგი მიხეილ სააკაშვილი.

ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ესალმებიან ერთმანეთს.

„რა ჭაღარები არიან“, - ისმის დარბაზში.

14:02

13:35 - სასამართლო განხილვას არ ესწრებიან: ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და მამუკა ხაზარაძე. მელია და ხოშტარია მსჯავრდებულები არიან. რატომ არ ესწრება მამუკა ხაზარაძე - ეს წესით სხდომაზე, მოსამართლემ უნდა გაარკვიოს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG