17:39 - ლევან სამუშია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი:
„ალბათობის დაბალი ხარისხი მაინც უნდა გვაჩვენოთ, მაღალზე აღარაა საუბარი, რომ რაიმე ხარისხის ალბათობა უნდა არსებობდეს, რომ ეს დანაშაული ბადრი ჯაფარიძემ ან მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინა...
ადამიანები, სახელი და გვარები რომ ჰქვიათ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამიტომ არიან პასუხისგებაში მიცემულები. სხვა მტკიცებულება არაფერი არ არსებობს.
ობიექტურობის თანახმად, ეს საქმე აქამდე კი არ უნდა მოსულიყო, გამოძიები ბარათი არ უნდა შედგენილიყო, რადგან აქამდე მოიტანეთ, გადაწყდეს სამართლებრივად“.
17:42 - „აქ ირჩევა თემა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მტრად გამოაცხადა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები ამ პროცესზე ვართ ჩვენ, მოხდა დასავლური პოლიტიკური მოთხოვნების კრიმინალიზაცია“, - ამბობს ბექა ბასილაია.
მისივე თქმით, სამი ამოცანა დაუსვა სახელმწიფომ პროკურატურას.
„1. ნოემბერს-დეკემბრის მოვლენები, რაზეც ხელისუფლებას უნდა თქვას, რომ ეს ასობით ათასი ადამიანი ქარტველი პატრიორტები კი არ არიან, ამ პოლიტიკოსების ჭკუაზე მოსიარულე მასა
2. მეორე - ამ ადამიანების თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდოს საქმე, რომელიც მძიმე შედეგებისმატარებელია, სასჯელის თვალსაზრისით
3. მესამე - პროკურატურამ ჩათვალა, რომ საქართველოს მტერთან მეომარი ქვეყნის მთავარსარდლის საგაზეთო ინტერვიუ დაასაბუთებდა ამ პოლიტიკოსების ბრალდებას, რა არის ეს თუ არა საქართველოს მეგობარი ქვეყნის ლიდერის მტრად გამოცხადება - რუსეთიც ასე იქცევა“.
ბექა ბასილაიას თქმით, საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებად დევს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები. ის დაინტერესდა თუ სააკაშვილის განცხადებები დანაშაულის შემცველი იყო, მაშინ რას აკეთებდნენ პროკურორები, რომლებიც ამას უსმენდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება. ის ამბობს, რომ ამ პროკურორებს შორის იყო ლაშა კოტრიკაძეც, რომელიც ამ საქმეზეც ბრალდებას წარმოადგენს.
მისივე თქმით, ეს ჰგავს იმას, რომ დღეს ამ სხდომაზე გაკეთებული განცხადებებისთვის ის მომავალში გაასამართლონ.
17:54 - ნიკა მელიას ადვოკატი, ირაკლი კონდახაშვილი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს სხდომას არ ესწრება.
„როცა სასამართლო გამოაცხადებს ამ საქმეში არის მაღალი ალბათობა, რომ განაჩენი დადგებაო, ერთი თხოვნა მექნება ადგილზე თათბირით გამოაცხადეთ, რადგან ყველაფერი უკვე წინასწარ გადაწყვეტილია“.
17:58 - ზურა ჯაფარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ ამ საქმით ხელისუფლებამ მტრად გამოაცხადა უკრაინა და ევროკავშირი, ამ საქმეზე გადაწყვეტილებით სასამართლო კი ამას დააკანონებს.
„არცერთი მტკიცებულებით არ ირკვევა, რომ გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს რომელიმე მოქალაქე. საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ თვითონ რა ხდებოდა საქართველოში და იღებდნენ გადაწყვეტილებას. შეუძლებელია სანქცირების გადაწყვეტილება იყოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სანქციის გამოყენება არის კონვენციით გარანტირებული.
მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ დასანქცირებულა, დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, და აქ მთავარია, რომ ამ ქვეყნებმა გადაწყვიტეს ეს მექანიზმი გამოეყენებინათ.
მე, როცა უფლებადამცველი, ვუყურებდი ამდენი ადამიანის უფლებების დარღვევას, მეც სიამოვნებით მივიღებდი სანქცირების პროცესში მონაწილეობას საერთაშორისო პარტნიორების ადგილზე“.
ფორუმი