- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
როგორც გამოცემა „ნეტგაზეთი“ წერს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომლის შემადგენლობაშიც ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი და მამუკა ვასაძე იყვნენ, გადაწყვეტილება ზეპირის სხდომის გარეშე მიიღეს.
უზენაეს სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა ისე პროკურატურამ:
- ადვოკატები მოითხოვდნენ მზია ამაღლებელის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას;
- პროკურატურა კი კვლავ ბრალის დამძიმებას - უწყებას მიაჩნია, რომ სილის გაწვნა თავდასხმაა და ამისთვის სასჯელი სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით უნდა დამდგარიყო, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდახმა პოლიციელზე).
- 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
- იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა;
- პატიმრობის პირობებში 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
ფორუმი