ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიიღო ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდასთან დაკავშირებით.
„ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას,“ განაცხადა ზელენსკიმ 13 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.
ზელენსკის თქმით, ამერიკის გადაწყვეტილება, რუსეთს უფლება მისცეს, გაყიდოს ის ნავთობი, რომელიც უკვე არის გემებზე დატვირთული, მოსკოვს დამატებით 10 მილიარდი დოლარის მოგებას მისცემს და ქვეყანა, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს, დამატებით შეძლებს შეიარაღების შესყიდვას, დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მაკრონმა თავშეკავებულად გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება და მას უწოდა „დროებითი გამონაკლისი“, რომელიც ეჭვქვეშ არ აყენებს სანქციებს. ამავე დროს მან თქვა, რომ ფასების ზრდამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოახდინოს გავლენა სანქციების პოლიტიკაზე.
მანამდე აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა. „მინდა სრულიად მკაფიოდ ვთქვა: ახლა სანქციების შერბილება, რა მიზეზითაც უნდა იყოს ეს, არასწორად მიგვაჩნია,“ თქვა მერცმა ნორვეგიაში ყოფნისას.
მერცმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, შეამსუბუქოს რუსეთის ნავთობისთვის დაწესებული სანქციები, მან მხოლოდ 13 მარტს შეიტყო. მისი თქმით, სურს გაიგოს, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა აშშ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას.
ფორუმი