Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ომის დროს მუზეუმები და ისტორიული ობიექტები დაზიანდა

დარბაზი გოლესთანის სასახლეში აშშ-ის ავიაციის მიერ არეალის დაბომბვის შემდეგ. 2 მარტი, 2026 წელი
დარბაზი გოლესთანის სასახლეში აშშ-ის ავიაციის მიერ არეალის დაბომბვის შემდეგ. 2 მარტი, 2026 წელი

ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ 14 მარტს გამოქვეყნებული ცნობით, რომელსაც AFP-ი ავრცელებს, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 56 მუზეუმი და ისტორიული ობიექტი დაზიანდა აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, რომელიც მე-15 დღეა გრძელდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანში, კონფლიქტის დასაწყისში დაბომბვის დროს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი შეტანილი გოლესთანის სასახლე დააზიანდა.

სასახლის კომპლექსი ირანის დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი ადგილია და ოდესღაც ყაჯრების სამეფო დინასტიის რეზიდენციას წარმოადგენდა.

სამინისტროს თქმით, თეირანში ყველაზე მეტი დაზიანებული ძეგლია. 19 ობიექტი სხვადასხვა დონით არის დაზიანებული.

დაზიანებულია ნაყშე ჯაჰანის მოედანი, მე-17 საუკუნის არქიტექტურული ძეგლი ცენტრალური ირანის ქალაქ ისპაანის ცენტრში.

ბუშერის პროვინციაში, სირაფის პორტში, ისტორიულ უბანში, სადაც მრავალი საუკუნოვანი შენობაა განთავსებული, დაზიანდა რამდენიმე სახლი.

გაეროს კულტურის სააგენტომ, იუნესკომ, 13 მარტს AFP-ს განუცხადა, რომ შეშფოთებულია ირანში, ისრაელსა და ლიბანში არსებული ასობით ისტორიული ძეგლის გამო, რომლებიც ომის შედეგად დაზიანდა ან საფრთხე ემუქრება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG