მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 60 წლის მამაკაცი საშუალო სიმძიმის ჭრილობებით. ის თავში დაიჭრა შუშის ნამსხვრევებით.
კიდევ სამი ადამიანი დაშავდა აფეთქებით წარმოქმნილი ტალღის შედეგად. მათ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
ისრაელის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეოთვალთვალის კამერის ჩანაწერი, რომელზეც, მისი თქმით, აღბეჭდილია კასეტური ჭურვის ჩამოვარდნა თელ-ავივის ერთ-ერთ რაიონში. კადრებში ჩანს, როგორ ფეთქდება ჭურვი ქუჩაში მყოფი ადამიანების მახლობლად.
მოგვიანებით ისრაელის მაშველებმა განაცხადეს, რომ მსუბუქი ტრავმები მიიღო 44 და 62 წლის ორმა მამაკაცმა. წუხელ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა დაახლოებით 80 წლის ორი მოქალაქეც.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ირანს ისრაელის სამოქალაქო ობიექტების განზრახ დაბომბვაში დასდო ბრალი.
„მაშინ, როდესაც ჩვენ იერიში მიგვაქვსსამხედრო ობიექტებზე, ირანის რეჟიმი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო პირებზე,“ განაცხადა საარმა. „რა თქმა უნდა, ეს სამხედრო დანაშაულია,“ დასძინა მან.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 თებერვლიდან - მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს - ისრაელში ჰოსპიტალიზებულია 3195 ადამიანი. 15 მარტის მონაცემებით, საავადმყოფოებში კვლავ რჩება 81 ადამიანი.
ფორუმი