Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ივანიშვილს ესაუბრა, თუმცა არა - „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და ბიძინა ივანიშვილი.
ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა, თუმცა არა - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე.

„ამ თემაზე არა, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია. [ფიზიკურად არ შევხვედრივარ], ტელეფონით მქონდა კომუნიკაცია. გვქონდა საუბარი რამდენჯერმე სხვა თემებზე. მოსკოვის მექანიზმი მართლა არ არის ისეთი აქტუალური თემა, როგორც ზოგიერთ ადამიანს ჰგონია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ფორმულის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში და პასუხი

კობახიძემ დღევანდელ, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტს თან ერთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვადასხვა შტოს კომენტარები, რომლებშიც ისინი მეტწილად ეწინააღმდეგებიან ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

12 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავტორი „რომის წესდებაზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ „წესდების“ ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).

„იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საერთოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა დღეს ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ.

  • „მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა“, - წერენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები და ანგარიშიდან ერთ-ერთ ამონარიდს ციტირებენ: „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“.
  • „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები“, - აცხადებენ ისინი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG