Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო სფეროში ჰორმუზის სრუტეზე: „ეს ჩვენი ომი არ არის“

კაია კალასი
კაია კალასი

აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნების მიუხედავად, ევროკავშირი ამ ეტაპზე არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში პოტენციურ სამხედრო ოპერაციაში. არავის სურს აქტიურად ჩაერთოს ამ ომში, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო პოლიტიკურმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

ამჟამად არ არსებობს ინტერესი ევროკავშირის საზღვაო მისიის „ასპიდესის“ გაფართოებისა.

ეს განიხილებოდა, როგორც შესაძლო ვარიანტი სრუტის გავლით ნავთობისა და გაზის გადაზიდვების უზრუნველსაყოფად. გერმანიის მთავრობამ ადრევე გამორიცხა სამხედრო მონაწილეობა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ასევე განაცხადა, რომ ეს არ არქის „ჩვენი ომი“. დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ ასევე უარყვეს თავიანთი შეიარაღებული ძალების ჩართვა, ასევე პოლონეთმა.

ტრამპმა რამდენიმე ქვეყანა დაადანაშაულა, რომ არ აქვს სურვილი დაეხმარონ აშშ-ს. მან ვაშინგტონში განაცხადა, რომ ზოგიერთი სახელმწიფომ განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამოხატა, მის მოწოდებაზე ნატოს ჩარევის შესახებ. ეს არიან ქვეყნები, რომლებსაც აშშ ათწლეულების განმავლობაში იცავდა და სადაც ათიათასობით ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ოღონდ დეტალები არ დააკონკრეტა.

ომის დაწყებიდან მოყოლებული, ირანმა არაერთ გემს შეუშალა ხელი სრუტის გავლაში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საწვავით ვაჭრობისთვის მსოფლიოში. მისი გავლით მსოფლიოს ბაზრებზე გააქვთ ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობის და გაზის მეხუთედი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG