Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკო რუბიო ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

„მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდებათ“, - მარკო რუბიო ილია მეორის გარდაცვალებაზე
„მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდებათ“, - მარკო რუბიო ილია მეორის გარდაცვალებაზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ მრევლს“, - წერს მარკო რუბიო.

„მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს“, - წერს სახელმწიფო მდივანი.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები.

2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

იგი გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG