Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ

ილია მეორე, კათოლიკოს-პატრიარქი
ილია მეორე, კათოლიკოს-პატრიარქი

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები.

მასალა განახლებადია

სასულიერო ლიდერების სამძიმარი

მსოფლიო პატრიარქი

მსოფლიო პატრიარქის ბართლომესი სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„ჩვენს სამძიმარსა და მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და მის ერთგულ მრევლს. მთელი გულით ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის ცოცხალთა ქვეყანაში და მართალთა სავანეში, რათა ეკლესიის აღმაშენებელმა და მთავარეპისკოპოსმა, ქრისტემ აღუდგინოს მას ღირსეული მემკვიდრე.

მარადიული და უკვდავი იყოს ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ნეტარი პატრიარქის, ელია II-ის ხსოვნა“, - წერია სამძიმრის წერილში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

ერთ-ერთმა პირველმა, სამძიმრის ტექსტი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სულიერი ლიდერის, ელია II-ის გარდაცვალების ამბავი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.

მისი პატრიარქობის ათწლეულების განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის რჩებოდა სულიერ ორიენტირად, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცებისთვის, ქრისტიანული ტრადიციების შესანარჩუნებლად და საზოგადოების სულიერი აღორძინებისთვის, განსაკუთრებით სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.

ჩვენთვის დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მსხვერპლია.

ილია მეორეს პატრიარქობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი შთააგონა, დაეძლიათ განსაცდელები და შეენარჩუნებინათ იმედი ყველაზე მძიმე პერიოდებშიც, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების დროს.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი წინამძღოლი, ასევე ქართველ ხალხს, ვისთვისაც იგი იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჭეშმარიტი სულიერი მამა.

ვილოცებთ, რომ მამამ ზეციურმა მიიღოს თავისი მსახური ზეციურ სავანეში. უფალმა დაამკვიდროს ახლად განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სული თავის სასუფეველში და მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა ყველა მათ, ვინც ამ დანაკლისს გლოვობს. მარადიული და ნათელი იყოს მისი ხსოვნა!“ - დაწერა მიტროპოლიტმა ეპიფანემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს აქვეყნებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.~

„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებაზე..

სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებ ჩვენს ქართულ ძმურ მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე დანაკარგს.

გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციულად კეთილ ურთიერთობას ინარჩუნებდა ჩვენს ეკლესიასთან“, - წერს პატრიარქი კირილე.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

განცხადება გაავრცელა რუმინეთის საპატრიარქომ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით.

სამძიმრის წერილში პატრიარქი დანიელი წერს, რომ ილია მეორე „იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა“.

„... ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის "აღდგომა და სიცოცხლე" (იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სამყოფელში განუსვენოს, სადაც არ არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი.

დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობამდე!", - წერია განცხადებაში.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანას უსამძიმრებს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია. მათ მიერ გავრცელებული ტექსტში მიმოხილულია ილია II-ის ბიოგრაფია და წერია:

„ღმერთმა შეიწყალოს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე! იყოს ხსენება მისი მარადიული და კურთხეული!“.

საელჩოებისა და პარტნიორების სამძიმარი

ისრაელის საელჩო

სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ისრაელის საელჩომ საქართველოში, სადაც წერია, რომ ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.

ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - წერს ისრაელის საელჩო.

ტვიტერზე პოსტი დაწერა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა:

„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ცნობით: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი.“

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“ - წერია განცხადებაში.

თურქეთის საელჩო

სოციალურ ქსელში სამძიმრის ტექსტი გაავრცელა თურქეთის საელჩომ საქართველოში:

„უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.

ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, - წერია სამძიმრის ტექსტში.

საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.


„როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.

მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას“, - წერია განცხადებაში.

შვედეთის საელჩო

შვედეთის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მართლმადიდენელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი“, - წერია ტექსტში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.

აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წერს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“.

პოლონეთის საელჩო

ქვეყანას და მართლმადიდებელ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში პოლონეთის საელჩომ.

„მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.

მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, - წერია განცხადებაში.

იტალიის საელჩო

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - წერს იტალიის საელჩო საქართველოში.

იაპონიის საელჩო

იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს ქართველ ხალხს და „პატივისცემისა და ღრმა მოწიწების ნიშნად, დაეშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა. დაე მისი ხსოვნა მარადიული იყოს“.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით“, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ X-ზე.

მისი თქმით, ილია მეორეს „ერთგულება რწმენისადმი, ერთიანობისადმი და სულიერი ძალისადმი და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება გასტანა, წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს“.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ზაიდ ალ-ნაჰაიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა რაშიდ ალ-მაქტუმმა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში სამძიმარს გამოხატავენ ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩეხეთის საელჩო

ჩეხეთის საელჩო საქართველოში წერს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს“.

რელიგიური კონფესიების სამძიმარი

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“.

„მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, - წერია სამძიმრის ტექსტში.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილის ავტორია ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი.

„კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე.

მისი სახელი სამუდამოდ დარჩება როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო.

საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, - წერს იგი.

ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში

ახალგაზრდა ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო გადაღებულია 1967 წელს, ათი წლით ადრე პატრიარქად <a href="https://archive.gov.ge/ge/sruliad-sakartvelos-katolikos-patriarkis-ilia-ii-is-intronizatsia-1" target="_self" class="wsw__a">აღსაყდრებამდე.</a>
1/30 ახალგაზრდა ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო გადაღებულია 1967 წელს, ათი წლით ადრე პატრიარქად აღსაყდრებამდე.
არქიმანდრიტი ილია შიოლაშვილი და დეკანოზი ვასილ ტაბატაძე. ფოტო გადაღებულია ბათუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა (შემდგომში ილია მეორე) სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა - შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.
2/30 არქიმანდრიტი ილია შიოლაშვილი და დეკანოზი ვასილ ტაბატაძე. ფოტო გადაღებულია ბათუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა (შემდგომში ილია მეორე) სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა - შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.
ილია მეორის ინტრონიზაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერი. კადრი ვიდეოდან. 25 დეკემბერს, როდესაც სვეტიცხოველში აღსაყდრების რიტუალი ტარდებოდა საბჭოთა ხელისუფლებამ მცხეთაში შესასვლელი გზა გადაკეტა. ნებართვის გარეშე არც ტაძარში უშვებდნენ. თუმცა ხალხმა მაინც მოახერხა სვეტიცხოვლამდე ფეხით მისვლა და პოლიციის ჯაჭვის გარღვევაც.
3/30 ილია მეორის ინტრონიზაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერი. კადრი ვიდეოდან. 25 დეკემბერს, როდესაც სვეტიცხოველში აღსაყდრების რიტუალი ტარდებოდა საბჭოთა ხელისუფლებამ მცხეთაში შესასვლელი გზა გადაკეტა. ნებართვის გარეშე არც ტაძარში უშვებდნენ. თუმცა ხალხმა მაინც მოახერხა სვეტიცხოვლამდე ფეხით მისვლა და პოლიციის ჯაჭვის გარღვევაც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს პირველ წირვას. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, 1977 წლის 25 დეკემბერი. ეროვნული არქივი.
4/30 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს პირველ წირვას. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, 1977 წლის 25 დეკემბერი. ეროვნული არქივი.
ილია მეორე მრევლთან ერთად ტრაპეზის დროს.
5/30 ილია მეორე მრევლთან ერთად ტრაპეზის დროს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთი საეკლესიო მსახურების დროს.
6/30 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთი საეკლესიო მსახურების დროს.
ილია მეორე - შეხვედრა მრევლთან.
7/30 ილია მეორე - შეხვედრა მრევლთან.
ილია მეორე და ჯუმბერ პატიაშვილი. პატიაშვილი საქართველოს სსრ-ს ცკ-ს კომპარტიის პირველი მდივანი 1985-1989 წლებში.
8/30 ილია მეორე და ჯუმბერ პატიაშვილი. პატიაშვილი საქართველოს სსრ-ს ცკ-ს კომპარტიის პირველი მდივანი 1985-1989 წლებში.
ილია მეორე ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას დაკრძალვაზე, 1989 წლის ოქტომბერი.
9/30 ილია მეორე ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას დაკრძალვაზე, 1989 წლის ოქტომბერი.
სასტუმრო "მეტეხი-პალასის" პრეზენტაცია. 1991 წელი. წინა რიგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტოზე არიან - საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაიხსნა.
10/30 სასტუმრო "მეტეხი-პალასის" პრეზენტაცია. 1991 წელი. წინა რიგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტოზე არიან - საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაიხსნა.
სადილი საპატრიარქოში. ილია მეორე, ისტორიკოსი როინ მეტრეველი და სხვები.
11/30 სადილი საპატრიარქოში. ილია მეორე, ისტორიკოსი როინ მეტრეველი და სხვები.
ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის ჩასხმის და კურთხევის დროს. 1995 წელი.
12/30 ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის ჩასხმის და კურთხევის დროს. 1995 წელი.
ილია მეორე, ბორის ელცინი, რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში, და ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. ელცინის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ. 1994 წელი.
13/30 ილია მეორე, ბორის ელცინი, რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში, და ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. ელცინის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ. 1994 წელი.
ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში. ილია მეორე იყო ედუარდ შევარდნაძის ნათლია.
14/30 ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში. ილია მეორე იყო ედუარდ შევარდნაძის ნათლია.
ილია მეორე და თენგიზ კიტოვანი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. შუაში - ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.
15/30 ილია მეორე და თენგიზ კიტოვანი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. შუაში - ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.
ილია მეორე და რომის პაპი იოანე პავლე II (ის რომის პაპი იყო 1978-2005 წლებში). რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 1999 წლის ნოემბერში. ოფიციალური ცნობებით, ამ შეხვედრის მიზანი იყო მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის დიალოგი.<br><br>
16/30 ილია მეორე და რომის პაპი იოანე პავლე II (ის რომის პაპი იყო 1978-2005 წლებში). რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 1999 წლის ნოემბერში. ოფიციალური ცნობებით, ამ შეხვედრის მიზანი იყო მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის დიალოგი.

ილია მეორე და ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში. <br><br>
17/30 ილია მეორე და ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.

ილია მეორე მრევლთან. სადღესასწაულო მსახურება. ბზობის დღესასწაული. 48 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. წლების მერე ეს რიცხვები შთამბეჭდავად გაზრდილია. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.
18/30 ილია მეორე მრევლთან. სადღესასწაულო მსახურება. ბზობის დღესასწაული. 48 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. წლების მერე ეს რიცხვები შთამბეჭდავად გაზრდილია. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.
ილია მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნის ცერემონიაზე. ფოტოზე ჩანს ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2001-2008 წლებში,  პრეზიდენტის მაშინდელი ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე და თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა.
19/30 ილია მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნის ცერემონიაზე. ფოტოზე ჩანს ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2001-2008 წლებში, პრეზიდენტის მაშინდელი ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე და თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა.
ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004--2013 წლებში. ფოტო გადაღებულია გელათის მონასტერში. 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე სააკაშვილი პრეზიდენტად სიმბოლურად სწორედ ილია მეორემ აკურთხა.
20/30 ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004--2013 წლებში. ფოტო გადაღებულია გელათის მონასტერში. 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე სააკაშვილი პრეზიდენტად სიმბოლურად სწორედ ილია მეორემ აკურთხა.
ილია მეორე და ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, ჰოლდინგ "ი-მედიას" დამფუძნებელი. 2008 წლის იანვარში, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის გაგრძელების ძალა ილია მეორესთან გამართულმა საუბარმა მისცა. რასაც მალე მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება, რომ მათ შორის, "პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია”.
21/30 ილია მეორე და ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, ჰოლდინგ "ი-მედიას" დამფუძნებელი. 2008 წლის იანვარში, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის გაგრძელების ძალა ილია მეორესთან გამართულმა საუბარმა მისცა. რასაც მალე მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება, რომ მათ შორის, "პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია”.
ილია მეორე და ვლადიმირ პუტინი,<strong> </strong>რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი 2013 წლის 23 იანვარს შეხვდა ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში - „მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“,  - ასე მიმართა ილია მეორემ პუტინს.
22/30 ილია მეორე და ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი 2013 წლის 23 იანვარს შეხვდა ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში - „მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“, - ასე მიმართა ილია მეორემ პუტინს.
ილია მეორე ხის დარგვის დროს. ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია ბათუმში.
23/30 ილია მეორე ხის დარგვის დროს. ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია ბათუმში.
ილია მეორე და რიჩარდ მაილსი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში 2002-2005 წლებში. მას ელჩობა მოუწია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში. ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ არჩევნებს, მედიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
24/30 ილია მეორე და რიჩარდ მაილსი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში 2002-2005 წლებში. მას ელჩობა მოუწია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში. ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ არჩევნებს, მედიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
ილია მეორე და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საგურამოში ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილეზე. 2012 წელი.
25/30 ილია მეორე და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საგურამოში ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილეზე. 2012 წელი.
ილია მეორე და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დროს ქუთაისში, 2016 წლის 18 ნოემბერს.
26/30 ილია მეორე და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დროს ქუთაისში, 2016 წლის 18 ნოემბერს.
ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე, ტაძარი ოფიციალურად აკურთხა ილია მეორემ. ტაძრის გახსნის</br>ცერემონიას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი.
27/30 ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე, ტაძარი ოფიციალურად აკურთხა ილია მეორემ. ტაძრის გახსნის
ცერემონიას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი.
ილია მეორე და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე. 2019 წლის 9 აპრილი.
28/30 ილია მეორე და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე. 2019 წლის 9 აპრილი.
ილია მეორე და ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი 2024 წლიდან დღემდე.
29/30 ილია მეორე და ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი 2024 წლიდან დღემდე.
ილია მეორე საკუთარ დაბადების დღეზე, საპატრიარქოში, 2026 წლის 4 იანვარს, როცა ის 93 წლისა გახდა.
30/30 ილია მეორე საკუთარ დაბადების დღეზე, საპატრიარქოში, 2026 წლის 4 იანვარს, როცა ის 93 წლისა გახდა.
Previous slide
Next slide

პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

იგი გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG