მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა იუწყება, რომ მსოფლიო პატრიარქთან ერთად თბილისში ჩამოდიან:
- ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი;
- დიდი ეკლესიარხი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე;
- არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა;
- კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი;
- მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ;
- მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი.
- 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
- სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
- კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
- საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან;
- სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეთა უწყვეტი რიგებია. ტაძარი დღე-ღამის განმავლობაში ღიაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული ვადით მუშაობს.
ფორუმი