Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი(მარჯვნივ) და მიტროპოლიტი შიო(მარცხნივ) კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებაზე
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი(მარჯვნივ) და მიტროპოლიტი შიო(მარცხნივ) კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებაზე

სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.

წესის აგების მსახურებას წინ უძღოდა წირვა, რომელიც მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა სინოდის წევრებთან ერთად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ, ფეხით მსვლელობა იქნება.

პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით ავლაბრის მეტრომდე, ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდისკენ და შემდეგ შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG