Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

„საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას“ - ომბუდსმენი პაატა მანჯგალაძეზე
„საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას“ - ომბუდსმენი პაატა მანჯგალაძეზე

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, რომ ომბუდსმენმა 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაპატიმრებული ერთ-ერთი პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა და სასამართლოს მიუთითა, რომ მანჯგალაძის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს.

„პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა“, - წერს ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.

„იგი, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად“, - წერს ომბუდსმენი და ამბობს:

„საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს“.

მისი განცხადებითვე, არ არსებობს არც „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი“.

„სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას“, - წერს იგი.

  • პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის ღამესვე დააკავეს;
  • ის იყო აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ ერთ-ერთი წევრი პაატა ბურჭულაძესთან, მურთაზ ზოდელავასთან, ირაკლი ნადირაძესა და ლაშა ბერიძესთან ერთად. ყველანი „წინასწარ პატიმრობაში“ არიან.
  • ომბუდსმენ ლევან იოსელიანის მზაობის მიუხედავად, მოსამართლემ 2025 წლის 26 ნოემბერს არ დააკმაყოფილა მანჯგალაძის თხოვნა ომბუდსმენის გამოკითხვის შესახებ.
  • სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ მზად არის, გამოძიებას მისცეს ჩვენება და დაადასტუროს, რომ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე იმ საღამოს განვითარებულ მოვლენებს არ ეთანხმებოდა.

მანჯგალაძე, - რომელიც ოპოზიციური „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, - საქმეში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

2026 წლის 19 მარტს, - ბოლოს ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე, - , რომ ის არ იყო იმ აქციის ორგანიზატორი და უკვირს, რატომ არის ბოლო 6 თვე ციხეში.

„ექვსი თვეა, რატომ ვარ აქ, რა ჩავიდინე, რის გამოც აქ უნდა ვიყო და რამდენი წელი უნდა შემიფარდონ იმისთვის, რაც არ გამიკეთებია“, - თქვა თქვა მან.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ეს გულისხმობს „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას“ და ითვალისწინებს 9 წლამდე პატიმრობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG