Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა პენტაგონს დაავალა ხუთი დღის განმავლობაში არ დაარტყას ირანის ენერგოობიექტებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადადო ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმის შესახებ თავისი ულტიმატუმის შესრულება.

ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის ოფიციალურ გვერდზე 23 მარტს დაწერა, რომ პენტაგონს დაავალა ხუთი დღის ვადით გადადოს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი დარტყმები.

აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბოლო ორი დღეა ირანთან ჩაატარეს „ძალიან კარგი და პროდუქტიული" მოლაპარაკება ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და მოლაპარაკება ამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

22 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათის განმავლობაში თეირანი ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნის.

პასუხად, ირანმა განაცხადა, რომ ელექტროსადგურებზე თავდასხმის შემთხვევაში, სამიზნე გახდება რეგიონში აშშ-ის კუთვნილი მთელი ენერგოინფრასტრუქტურა.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG