პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, საპატიმრობა ვადა მას დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დალუქული ბანერები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
გიორგი არევაძის განცხადებით, დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის ვიდეოკადრები, დაცვის თანამშრომლის ჩვენება. ჯამში, მიყენებული ზიანი კი 570 ლარს შეადგენს.
მოსამართლის თქმით, ელენე ხოშტარიას გადახდილი არ აქვს 16 ადმინისტრაციული ჯარიმიდან არცერთი. არ არის ანაზღაურებული ზარალი, არ აღიარებს ჩადენილს, რის გამოც მას წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ელენე ხოშტარია სამართლოს სხდომას არ დასწრებია, ისევე როგორც სხვა არცერთ სხდომას, რომელიც სისხლის სამართლის ამ საქმეზე მიმდინარეობდა.
სასამართლოს სხდომას ესწრებოდა ელენე ხოშტარიას ადვოკატი ელენე მღლაკელიძე, აქტივისტი მეგი დიასამიძე და ექიმი, აქტივისტი ვაჟა გაფრინდაშვლი.
მოსამართლემ სხდომაზე წაიკითხა ელენე ხოშტარიას წერილი. რომელშიც ნათქვამია: "არ ვაღიარებ ხელისუფლების არც ერთ შტოს, მათ შორის არც სასამართლოს და ამიტომ არ ვცხადდები".
მოსამართლის თანახმად, ელენე ხოშტარიამ დასკვნითი სიტყვის წერილობით ჩაბარებაზეც უარი თქვა, მიუხედავად სასამართლოს წერილობითი შეთავაზებისა.
ადვოკატის შეფასება
სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ელენე მაღლაკელიძემ მედიასთან საუბარში სასამართლოს გადაწყვეტილებას "სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი" უწოდა და თქვა, რომ "მიუხედავად არსებული ვითარებისა" არ მოელოდა მსგავს განაჩენს.
"ეს გააწყვეტილება ცალსახად არ ეხება მხოლოდ ელენე ხოშტარიას და მის ბედს, ასევე მისი ოთხი შვილის უდედოდ დატოვების საკითხს, ეს ეხება სრულიად საზოგადოებას. დღეს სისტემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ ექცევა ის კრიტიკულ ხმებს", - თქვა ადვოკატმა ელენე მაღლაკელიძემ.
პროკურორის შეფასება
საქმის პროკურორმა მარიამ წულაიამ, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქმეში მოწმის ჩვენების და მის მიერ მობილური ტელეფნით გადაღებული კადრების გარდა, არსებობდა ბანერზე ჩატარებული "სასაქონლო და ქიმიური ექსერტიზის დასკვნა". ასევე მან მოიშველია მოსამართლის განმარტება, რომ ზიანი აღემატებოდა "სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ზიანის მინიმუალურ ოდენობას", "შესაბამისად ეს მტკიცებულები საკმარის იყო იმისთვის. რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო".
სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რაც ელენე ხოშტარიას ჰქონდა წარდგენილი ზიანის მინიმალური ზღვარი 150 ლარია.
ელენე ხოშტარიას დააკავება
ელენე ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მან წინა დღით მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით "რუსული ოცნება" დააწერა.
მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს ჩაიდინა ახალგაზრდა აქტივისთვის მეგი დიასამიძის სოლიდარობისთვის.
რომელმაც 8 სექტემბერს, იგივე წარწერა გააკეთა ბანერზე. დიასამიძე კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ ზიანი 380 ლარად შეაფასა. 12 სექტემბერს კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ელენე ხოშტარიას ბრალი
ელენე ხოშტარია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოშტარიას, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც მან უარი თქვა და დააკავეს.
ევროპარლამენტის რეზოლუცია
2026 წლის 12 მარტს ევროპარლამენტმა 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეჯერებული რეზოლუციის პროექტი. რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარიას მიმართ სხვა ბრალი
პოლიტიკოსს, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც აქვს სისხლის სამართლის საქმე აღაძრული
- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
ფორუმი