Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაუშვეს მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომში

რიადი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტისას, 2017 წლის მაისი
რიადი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტისას, 2017 წლის მაისი

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სულ უფრო მეტად უწყობენ ხელს აშშ-ს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში და უშვებენ თავიანთი მეომრების უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას შეიარაღებულ კონფლიქტში.

ჯერჯერობით ორივე ქვეყანა შემოიფარგლება არაპირდაპირი დახმარებით - საომარი ინფრასტრუქტურის მიწოდებით და თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებით. ამასთან, ხელისუფლებები უკვე განიხილავენ ჯარისკაცთა ჩართვის შესაძლებლობას. ამ ცნობებს ავრცელებს გამოცემა The Wall Street Journal-ი, წყაროებზე დაყრდნობით.

რიადმა ამერიკის მეომრებს უფლება მისცა გამოიყენოს ავიაბაზა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთში მდებარეობს - წერს გამოცემა. წყაროების თანახმად, სამეფო ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი ამჟამად განიხილავს ქვეყნის უშუალო მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ საუდის არაბეთის ომში ჩართვა "დროის საკითხია".

გასულ კვირაში საუდის არაბეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფეისალ ბინ ფარჰანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ირანის მხრიდან თავდასხმების მიმართ საუდის არაბეთის მოთმინება არ არის უსაზღვრო". მისი თქმით, მცდარია წარმოდგენა, რომ "სპარსეთის ყურის ქვეყნებს პასუხის გაცემა არ ძალუძთ".

არაბთა გაერთიანებული საამიროები ჯერჯერობით ეკონომიკური ზომებით შემოიფარგლება - ხელისუფლება გამოვიდა მუქარით, რომ გაყინავს მილიარდი დოლარის ღირებულების ირანის ქონებას, იხურება დუბაიში მოქმედი ირანული უწყებები. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროში ვერ გამორიცხავენ ომში სამხედრო მონაწილეობის პერსპექტივას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG