Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლვოვის ცენტრზე დარტყმა განხორციელდა, დაზიანებულია იუნესკოს ობიექტი

ლვოვი, 2026 წლის 24 მარტი
ლვოვი, 2026 წლის 24 მარტი

უკრაინის ქალაქ ლვოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 13 ადამიანამდე გაიზარდა - იუწყება ქალაქის მეთაური, ანდრი სადოვი. მანამდე ადგილობრივი ხელისუფლება იუწყებოდა მძიმედ დაჭრილი ორი პირის შესახებ.

რუსეთის დრონებმა ლვოვზე დარტყმა სამშაბათს, დღისით მიიტანეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ცენტრში მოხვდა შენობას, რომელიც მდებარეობს ტაძართან ახლოს.

იუწყებოდნენ, რომ შესაძლოა დაზიანდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ობიექტი. მოგვიანებით ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ დააზუსტა, რომ დაზიანება მიიღო სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურულმა ძეგლმა - ბერნარდინელთა მონასტრების კომპლექსმა. ის მდებარეობს ლვოვის ისტორიულ ცენტრში, დაზიანების ხარისხის დასადგენად სპეციალისტები მუშაობენ.

გამოცემა rbc წერს, რომ ლვოვში დრონები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.

სამშაბათს თავდასხმები განხორციელდა უკრაინის დასავლეთის სხვა ოლქებზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG