Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში მაღაროელი გარდაიცვალა

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: ჭიათურის ერთ-ერთი მაღარო 2019 წლის მაისი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: ჭიათურის ერთ-ერთი მაღარო 2019 წლის მაისი

მაღაროელის ჯეირან ასლანდიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გაავრცელა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

მისი სიტყვებით, შემთხვევა 25 მარტს შუქრუთის სარკინიგზო მაღაროში, ღამის 11 საათისთვის მოხდა.

„ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მაღაროში მოხდა, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ არ გამოიტანოს რეალურად პასუხი თუ რა მოხდა იქ... გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯეირანი თითქოს გულის შეტევით გარდაიცვალა... მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით განცხადებებს, რომ მაღაროში არ არის განიავების ნორმალური საშუალება, რაც იწვევს უჰაერობას, ეს კი, შესაბამისად, აავადებს ადამიანს და იწვევს ასეთ ფატალურ შედეგებს”.

ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, შუა ხნის კაცი აფხაზეთიდან დევნილია, ის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჭიათურაში, ერთ-ერთ უბანში “საფარში” მაღაროელთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ის მარტოხელა მშობელი იყო, ცოლი ნოემბერში გარდაეცვალა - “თბილისში სამუშაოდ წასულს ავტომობილი დაეჯახა ” და ორი შვილი დარჩა ერთი ვაჟი და სკოლის მოსწავლე ქალიშვილი.

რას ამბობს კომპანია

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" (CMC) ჭიათურის საწარმოების მმართველი კომპანის წერილობით პასუხში. რომელიც რადიო თავისუფლებამ შეკითხვის პასუხად მიიღო ნათქვამია, შემთხვევა 25 მარტს შუქრუთის მაღაროს პირველი უბნის მესამე ცვლის სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოხდა.

"როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომის ადგილზე".

ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები იკრიბებიან მაღაროს გვირაბში სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასაჯდომად, რათა მაღაროს ზედაპირზე ამოვიდნენ.

"თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა. ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა".

კომპანიის ინფორმაციით, "მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია".

მომხდარზე დაიწყო გამოძიება. "კომპანია CMC აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას".

კომპანია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG