სიუჟეტი, რომლის გადაღების დროსაც ჟურნალისტები თავდასხმის ობიექტები გახდნენ, რუსთავი ორმა 26 მარტს გამოაქვეყნა. მოძალადე, რომელზეც ამ სიუჟეტში იყო საუბარი, პოლიციამ მისი ცოლის მიმართვიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურამ ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით კაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 მარტს გაავრცელა.
საგამოძიებო უწყებებში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ათობით საქმეა წარმოებაში - მათი დიდი ნაწილის შემთხვევაში უფლებადამცველი ორგანიზაციები გაჭიანურებულ გამოძიებაზე საუბრობენ. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა გამოძიება ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს პოულობენ, მათთვის შესაძლებლებს შორის შედარებით მსუბუქი სასჯელი გამოიყენება.
ფორუმი