Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ასობით „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტა გამოიყენა

(არქივი)
(არქივი)

აშშ-ის სამხედროებმა ირანთან ოთხკვირიანი ომის განმავლობაში ისლამურ რესპუბლიკას დაუშინეს 850-ზე მეტი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ანუ ისეთი სისწრაფით დახარჯეს ასეულობით ზემაღალი სიზუსტის იარაღი, რომ პენტაგონის ზოგიერთი ოფიციალური პირი შეაშფოთა.

მას მოჰყვა შიგნით დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახადონ მეტი რაკეტა ხელმისაწვდომი, იტყობინება პარასკევს Washington Post-ი იმ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ ამ საკითხს. Reuters-მა ინფორმაციის დაუყოვნებლივ დადასტურება ვერ შეძლო.

„აშშ-ის სამხედროებს საკმარისზე მეტი საბრძოლო მასალა და იარაღის საწყობები აქვთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ დასახული „ეპიკური მრისხანების“ ოპერაციის მიზნების მისაღწევად - და მის ფარგლებს გარეთაც“, - განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა Reuters-ს.

„მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის ინტენსიურად იყო ორიენტირებული ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე და ის კვლავაც მოუწოდებს თავდაცვის კონტრაქტორებს, დააჩქარონ ამერიკული იარაღის წარმოება, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში“, - ნათქვამია ლივიტის განცხადებაში.

კომენტარის თხოვნისას, პენტაგონმა, რომელსაც ტრამპის ბრძანებით სახელი გადაარქვეს და ახლა ომის დეპარტამენტი ჰქვია, განაცხადა, რომ სამხედროებს ყველაფერი აქვთ, რაც კი საჭიროა.

„ომის დეპარტამენტს ყველაფერი აქვს, რაც მას სჭირდება ნებისმიერი მისიის შესასრულებლად პრეზიდენტის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას და ნებისმიერ ვადებში“, - განუცხადა Reuters-ს პენტაგონის მთავარმა წარმომადგენელმა, შონ პარნელმა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG