ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, დაშავებულთაგან შვიდი ბავშვია:
„საღამოს, „შაჰიდების“ თავდასხმის შედეგად ვოსკრესენსკის თემში რვა ადამიანი დაშავდა, მათგან - შვიდი ბავშვი. ყველა კლინიკაშია გადაყვანილი და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - აცხადებს ის.
რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის გაეროს მისიის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 15 172 და დაიჭრა 41 378 მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის 766 ბავშვია. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის 87% უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზეა.
გაეროს მისიის ანგარიში მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს მოიცავს. რეალურად მსხვერპლი გაცილებით მეტია.
გაეროს მისიის თანახმად, 2025 წელს უკრაინაში დაიღუპა 31%-ით მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ვიდრე 2024 წელს და 70%-ით მეტი, ვიდრე 2023-ში.
ფორუმი