Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები მოუხსნა რუსეთის სამ საზღვაო ხომალდს

რუსეთის ნავთობის ტანკერი დატვირთვის დროს - საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის ნავთობის ტანკერი დატვირთვის დროს - საილუსტრაციო ფოტო

აშშ-მა სანქციები მოუხსნა სამ საზღვაო ხომალდს, რომლებიც რუსეთის დროშით დაცურავს.

ამ ინფორმაციას მოიცავს ცნობა, რომელიც 31 მარტს გამოაქვეყნა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC).

სანქციების - მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული შეზღუდვების - მოხსნის შესახებ ცნობაში ნახსენებია გადამზიდავი კონტეინერები Fesco Moneron-ი, Fesco Magadan-ი და სატვირთო ხომალდი Sv.Nikolay. გადაწყვეტილების მიზეზები დაკონკრეტებული არ არის.

Fesco Moneron-ს და Fesco Magadan-ს სანქციები შეეხო 2022 წლის 22 თებერვალს, ხომალდი Sv.Nikolay შეზღუდვათა ნუსხაში შეიტანეს იმავე წლის 6 აპრილს.

როგორც გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" წერს, გადამზიდავი კონტეინერები სანქციების სიაში მოხვდნენ "პრომსვიაზბანკისთვის" დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში - ეს უწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საყრდენი ბანკია. 2022 წელს ხომალდები იყო ბანკ "პსბ-ლიზინგის" შვილობილი კომპანიის საკუთრებაში. ხომალდები შემჩნეული არ ყოფილა სანქციების დარღვევაში, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლისა და კონტრაბანდის გადაზიდვაში. დღეს ხომალდები ირიცხება ლოგისტიკური ოპერატორის, Fesco-სთან კავშირის მქონე კომპანიის საკუთრებაში. გამოცემის ვარაუდით, ამას უკავშირდება სანქციების მოხსნა.

ხომალდი Sv.Nikolay მეორადი სანქციების ნუსხაში მოხვდა რუსეთის მსხვილ ბანკთან კავშირის გამო. ვრცელდებოდა ცნობები მის კავშირზე კომპანია "ალფა-ლიზინგთან", რომელიც ეკუთვნის "ალფა-ბანკს". ამჟამად ეს ხომალდი ირიცხება რუსეთის კომპანია "რივერსი პლიუსის" საკუთრებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG