Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NASA-ს ხომალდმა წარმატებით აიღო სტარტი მთვარისკენ

NASA-ს Artemis II-ს სტარტი. კენედის კოსმოსური ცენტრი, კანავერალის კონცხი. ფლორიდა. 1 აპრილი, 2026 წელი
NASA-ს Artemis II-ს სტარტი. კენედის კოსმოსური ცენტრი, კანავერალის კონცხი. ფლორიდა. 1 აპრილი, 2026 წელი

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი ბოტზე ოთხი ასტრონავტით გაფრინდა მთავრისკენ 1 აპრილს, რაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში პირველი მისიაა მთვარის მიმართულებით.

Artemis II-ს რთული მისია აქვს: 10-დღიანი მოგზაურობა მთვარის გარშემო, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე თამამი ნაბიჯია ამ ათწლეულში.

NASA-ს რაკეტა Space Launch System (SLS), რომლის კაფსული ორიონში ეკიპაჟი იმყოფება, კენედის კოსმოსურ ცენტრში, კანავერალის კონცხიდან მზის ჩასვლამდე, ადგილობრივი დროით საღამოს 6:35 საათზე აფრინდა, რათა დედამიწის ორბიტიდან გაეყვანა პირველი ეკიპაჟი, რომელიც სამ ამერიკელი და ერთ კანადელი ასტრონავტისგან შედგება.

NASA-ს ასტრონავტების, რიდ უიზმანის, ვიქტორ გლოვერისა და კრისტინა კუკის, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტის, ჯერემი ჰანსენისგან შემდგარი ეკიპაჟი მივა კოსმოსში უშორეს წერტილამდე, სადაც ადამიანს დღემდე მიუღწევია.
ორიონის კაფსული, რომელიც NASA-სთვის Lockheed Martin-მა ააგო, ფრენის დაწყებიდან 3,5 საათში, დედამიწის ორბიტაზე, SLS-ის ზედა საფეხურს დაშორდება.

შემდეგ ეკიპაჟი "ორიონის" მართვას ხელით შეუდგება, რათა გამოცადოს ის - მანევრირება გამოყოფილი საფეხურის გარშემო, რითაც მისიის განმავლობაში დაგეგმილი ათობით ცდიდან
პირველს შეასრულებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG