ერთობლივ განცხადებაში დემოკრატი კრის კუნსი და რესპუბლიკელი მიჩ მაკკონი წერენ, რომ სენატი გააგრძელებს სამხედრო ალიანსის მხარდაჭერას. მათი თქმით, ნატო ამერიკას, ევროპასა და მსოფლიოს მშვიდობასა და დაცვას სთავაზობს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ალიანსიდან გასვლით დაიმუქრნენ.
ისინი ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას ადანაშაულებენ, რომ არ უჭერენ მხარს აშშ-სა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ. თუმცა 1 აპრილს, თავის სატელევიზიო მიმართვაში, ტრამპს ალიანსი არ ხსენებია.
ნატოს სამხედრო ხარჯების უდიდესი წილი, 60 პროცენტზე მეტი, აშშ-ზე მოდის.
ფორუმი