ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, რუსეთის არმიამ დარტყმები განახორციელა FPV-ის ტიპის დრონებით. იუწყებიან, რომ გაჩნდა ხანძარი, თავდასხმა განხორციელდა ქალაქის ბაზარზე.
დაღუპულებს შორის სამი ქალია, ორი კაცი. დაჭრილებს შორისაა 14 წლის გოგონა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ნიკოპოლი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს და ის რეგულარულად ექვემდებარება დრონებით თავდასხმებს.
გამოცემა "მედიაზონა" უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში საერთო ჯამში 23 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მხრიდან თავდასხმების შედეგად.
ფორუმი