Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ითხოვს თავდაცვის ხარჯების ერთნახევარჯერ გაზრდას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 აპრილს კონგრესში შეიტანა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი - ეს დოკუმენტი ასახავს ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტებს.

პროექტი ითვალისწინებს მკვეთრ ზრდას თავდაცვის ხარჯებში - 500 მილიარდი დოლარის მოცულობისას, ირანთან შეიარაღებული კონფლიქტისა და ახალი თავდაცვითი პროგრამების, მათ შორის ანტისარაკეტო "ოქროს გუმბათის" შემუშავების ფონზე.

საერთო ჯამში, თავდაცვის ბიუჯეტმა უნდა მიაღწიოს 1.5 ტრილიონი დოლარის ნიშნულს. პარალელურად, სხვა სფეროების ხარჯები ბიუჯეტში საშუალოდ 10 პროცენტით უნდა შემცირდეს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი გამოდიოდა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მოწოდებებით. მისი ადმინისტრაციის პირველ თვეებში ამუშავდა "ხელისუფლების ეფექტიანობის დეპარტამენტი", რომელსაც ანაზღაურების გარეშე ხელმძღვანელობდა მილიარდერი ილონ მასკი. დაფინანსება შეუწყდა რამდენიმე პროგრამას, სამუშაო დაკარგა ათი ათასობით საჯარო მოხელემ. თუმცა საბიუჯეტო ხარჯების საგრძნობი შემცირება ვერ მოხერხდა, ბიუჯეტი უწინდებურად დეფიციტითაა შედგენილი.

საერთო ჯამში, 2027 წელს ფედერალური ხარჯები პროექტის თანახმად 400 მილიარდი დოლარით გაიზრდება, 2026 წელთან შედარებით - ძირითადად თავდაცვის ხარჯების გაზრდის გამო.

კონგრესში დემოკრატებმა უკვე განაცხადეს, რომ ადმინისტრაციის პროექტს მხარს არ დაუჭერენ. როგორც წესი, კონგრესში განხილვების დროს პროექტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, ხშირად კომპრომისული ზომა ხდება დროებითი ბიუჯეტების შემოღება - რომლებიც ორივე პარტიის პრიორიტეტებს ასახავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG