სააგენტოს მონაცემებით, შეხვედრებზე განიხილავენ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისა და რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ვიზიტი ხორციელდება ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ ამოიწურება რუსეთის ნავთობის მიმართ სანქციების შემსუბუქების ვადა. აშშ-მა ხომალდებზე უკვე დატვირთული ნავთობის შესყიდვაზე ნებართვა ერთი თვის ვადით, 11 აპრილამდე გასცა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ამ ნაბიჯს აღწერდა ირანში ომით ენერგეტიკის ბაზრებზე გამოწვეული მღელვარების სტაბილიზაციისკენ მიმართულად. სანქციების შემსუბუქება მოჰყვა დმიტრიევის 12 მარტის ვიზიტს აშშ-ში. კრემლის წარმომადგენელი მაშინ აცხადებდა, რომ შეზღუდვები მოეხსნებოდა 100 მილიონამდე ბარელ ნავთობს.
მხარეებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებიათ ახალი მოლაპარაკების თაობაზე.
ფორუმი