გამოძიების ვერსიით, ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა კრისტინა ლახინამ მცირეწლოვანს განზრახ მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ირწმუნებიან, რომ დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკითა და ძალადობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.
დაკავებულს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში სწორედ დეიდამ მიიყვანა. კრისტინას და მის ქმარს თავიანთი ოთხი შვილი ჰყავთ.
ბავშვის სიკვდილმა ოკუპირებულ აფხაზეთში აღშფოთება გამოიწვია. მოითხოვენ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მიღებას.
როგორც ადგილობრივი მედია წერდა, ბავშვი 7 აპრილს საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
„2026 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 22:50 საათზე, არასრულწლოვანი გაბრიელა ბესლანოვნა ლახინა, დაბადებული 2022 წელს, მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. ბავშვს თავის, სახის, ტანის, ზედა და ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა გოგონას გარდაცვალება დაადასტურეს 2026 წლის 8 აპრილს, დილის 4:00 საათზე“, - წერდა "აფსნიპრესი".
ფორუმი