მილსადენთან დაკავშირებული დავის გამო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს (103 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის სესხის გაცემის გადაწყვეტილებას. მისი პირობა იყო “დრუჟბის” ამოქმედება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ურთიერთობები უნგრეთის ახალ მთავრობასთან პრაგმატიზმსა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტია „ტისამ“ კვირას გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და დასრულდა ვიქტორ ორბანის ხანგრძლივი მმართველობა.
მილსადენი "დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნავთობსადენია. ის საბჭოთა პერიოდში, 60-იან წლებში აშენდა მოსკოვის მიერ დასავლეთ ციმბირიდან აღმოსავლეთ ევროპაში (სოციალისტურ ბანაკში) ნავთობის მიწოდებისთვის.
ფორუმი