Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურ მედიაში ბლოგერის კრიტიკის ფართოდ გავრცელების მერე კრემლი უარყოფს, რომ პუტინი იზოლირებულია ცუდი ამბებისგან

ფოტოკოლაჟი: ვიქტორია ბონია და ვლადიმირ პუტინი
ფოტოკოლაჟი: ვიქტორია ბონია და ვლადიმირ პუტინი

კრემლმა 17 აპრილს უარყო, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იზოლირებულია ცუდი ახალი ამბებისგან - მას შემდეგ, რაც ცნობილმა ბლოგერმა მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები (რომელთა ვინაობა უცნობია) დაადანაშაულა, რომ რუსეთის ლიდერს სიმართლეს არ ეუბნებიან ქვეყნის პრობლემების შესახებ.

სოციალური მედიის ინფლუენსერმა, ვიქტორია ბონიამ, რომელიც რუსეთის სატელევიზიო Reality-show-ში მონაწილეობით არის ცნობილი, ამ კვირაში განაცხადა, რომ პუტინის მომხრეა და ჩამოთვალა ხუთი პრობლემა, რომელთა შესახებაც, მისი თქმით, ოფიციალური პირები პუტინს კეთილსინდისიერად არ აწვდიან ინფორმაციას. მის ვიდეოს 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, 1,4 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა და ინსტაგრამზე 75 000-ზე მეტი კომენტარი დააგროვა.

პარასკევს ბონიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომ პუტინს, რომელიც 1999 წლიდან მართავს რუსეთს ხან პრეზიდენტის და ხან პრემიერ-მინისტრის რანგში, არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პრობლემების სრულ მასშტაბზე, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.

„არა. ეს ასე არ არის, - თქვა პესკოვმა, - პუტინი სახელმწიფოს მეთაურია და მისი უფლებამოსილებები ნიშნავს, რომ ის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს“.

კრემლმა ხუთშაბათს უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ აღიარა ბონიას მწვავე კრიტიკა და განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა მის მიერ გამოვლენილი მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად.

ხუთშაბათს ამ განცხადებების შემდეგ, ბონიამ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სიხარულის ცრემლები წამოუვიდა. ვიდეოში მან კრემლს მადლობა გადაუხადა მის მიერ წამოჭრილი საკითხებისადმი ყურადღებისთვის და განაცხადა, რომ ის რუსი ხალხის ნაწილია და მის გვერდით დგას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG