Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა იერიშები მიიტანა უკრაინაზე, მათ შორის ჩერნიგოვის ოლქსა და ოდესის პორტზე

ოდესა რუსეთის დარტყმის შემდეგ, 2026 წლის 18 აპრილი
ოდესა რუსეთის დარტყმის შემდეგ, 2026 წლის 18 აპრილი

უკრაინის საჰაერო ძალები მონაცემებით, 18 აპრილის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინისკენ გაუშვა 219 დამრტყმელი დრონი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს 190 უპილოტო საფრენი აპარატი. აღირიცხა 28 დრონის მოხვედრა 17 წერტილზე და ნამსხვრევების ჩამოვარდნა ცხრა ადგილას.

ოდესის ოლქში გასულ ღამეს რუსეთის დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაიჭრა ერთი პირი - ამ ინფორმაციას ავრცელებს ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია. ამავე ცნობით, გაჩენილი ხანძრები უკვე ჩააქრეს.

ჩერნიგოვის ოლქში დრონით ენერგეტიკის ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა 380 ათასი მომხმარებელი - იუწყება "ჩერნიგოვობლენერგო".

ზაპოროჟიეს ოლქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 46 დასახლებული პუნქტი დაექვემდებარა რუსეთის დრონების თავდასხმებს, იუწყებიან ოლქის მესვეურები. დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, აღირიცხა ნგრევა.

ხარკოვის საოლქო პროკურატურა იუწყება, რომ სამი ადამიანი დაიჭრა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად.

ხერსონში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ადგილობრივი მკვიდრი - იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG