Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ცეცხლი გაუხსნა ხომალდებს ჰორმუზის სრუტეში

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

18 აპრილს ირანის ძალებმა სულ მცირე სამ სამოქალაქო ხომალდს გაუხსნეს ცეცხლი ჰორმუზის სრუტეში, მას მერე, რაც თეირანმა გამოაცხადა, რომ გადასინჯავდა თავის გადაწყვეტილებას ამ მნიშვნელოვანი არხის გახსნის თაობაზე.

სამივე თავდასხმას აღრიცხავს დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციათა უწყება (UKMTO), რომელიც გადაზიდვათა უსაფრთხოებას უწევს მეთვალყურეობას. ეს პირველი ასეთი ინციდენტებია მას მერე, რაც 8 აპრილს ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

პირველ შემთხვევაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორმა ხომალდმა გაფრთხილების გარეშე გაუხსნა ცეცხლი ტანკერს - იუწყება UKMTO.

მოგვიანებით, უწყების თქმით, კონტეინერ-ხომალდს რაკეტა მოხვდა, პარალელურად დარტყმა ოდნავ ასცდა კიდევ სხვა, მესამე ხომალდს.

ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის შანტაჟი ვერ განხორციელდება.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მიმდინარეობს "კარგი საუბრები" ირანთან და რომ დღის ბოლომდე "გარკვეული ინფორმაცია იქნება".

მანამდე სამეთვალყურეო უწყებები იუწყებოდნენ რამდენიმე ხომალდის მხრიდან სრუტის გადაკვეთაზე. თუმცა ბევრ ხომალდს უკან აბრუნებდნენ.

ჰორმუზის სრუტეზე მოდის ნავთობის გლობალური მიწოდების 20 პროცენტზე მეტი. ირანმა მანამდე ამ მარშრუტით ვაჭრობა შეაჩერა აშშ-ის და ისრაელის მხრიდან მის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გამო. 13 მარტიდან ამოქმედდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ბლოკადა ირანის პორტებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG