18-19 აპრილის ღამით უკრაინის არმიამ რუსეთის როსტოვის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა იურისლიუსარმა. ტაგანროგში სამი ადამიანი დაშავდა.
„ტაგანროგზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა კომერციული ინფრასტრუქტურა. ხანძარი გაჩნდა საწყობების ტერიტორიაზე“, დაწერასლიუსარმათავის ტელეგრამის არხში.
გამოცემა ASTRA-ს ცნობით, საქმე ეხება კომპანია „ატლანტაეროს“, რომელიც დრონებს აწარმოებს და ავითარებს. ქარხანაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ასევე გაავრცელა მონიტორინგის უკრაინულმა ტელეგრამის არხმა Supernova+-მა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა „ატლანტაეროზე“ თავდასხმა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ქარხანა „ახორციელებს „მოლნიას“ ტიპის მოიერიშე-სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი „ორიონის“ ნაწილებს. ამ ობიექტზე უკვე განხორციელდა იერიში 2026 წლის იანვარსა და მარტში.
წუხელ თავდასხმა განხორციელდა ასევე კრასნოდარის მხარეში მდებარეეისკზეც. რეგიონის ოპერატიული შტაბის ცნობით, საზღვაო პორტთან ახლოს ჩამოცვივდა დრონის ნამსხვრევები. ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ან დაშავებულები არ ყოფილა, თუმცა სამ კერძო სახლში ფანჯრებია ჩამსხვრეული. როგორც ASTRA აღნიშნავს, სურათებში ხანძარი ჩანს.
გამოცემა აღნიშნავს, რომეისკისსაზღვაო პორტის გავლით ყოველწლიურად მოძრაობს 3-დან4,5 მილიონ ტონამდე ტვირთი, ძირითადად მარცვლეული, ქვანახშირი, ნავთობპროდუქტები, ასევე ლითონები და ჩასასხმელი ტვირთები. აზოვის ზღვის მცირე სიღრმის გამო პორტი შეზღუდული ტონაჟის გემებს იღებს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზოვი-შავი ზღვის აუზის ლოგისტიკაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში ლაპარაკია 18-19 აპრილის ღამეს 13 უკრაინული დრონის განადგურებისა და დაჭერის შესახებ. სააგენტოს ცნობით, ისინი ჩამოაგდეს, კერძოდ, ბელგოროდის, კურსკის და როსტოვის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ანექსირებულ ყირიმსა და აზოვის ზღვის თავზე.
ფორუმი