Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ძერჟინსკის „უდიდესი წვლილი“ დაუფასა

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოდის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების წინაშე(საარქივო ფოტო)
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოდის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების წინაშე(საარქივო ფოტო)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემიას ბოლშევიკი ფელიქს ძერჟინსკის „საპატიო სახელი“ დაარქვა. ეს აკადემია რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცრებს ამზადებს.

პუტინის მიერ 22 აპრილს ხელმოწერილი ბრძანებით, გადაწყვეტილება მიღებულია „პროფესიონალი კადრების მომზადებაში“ აკადემიის პირადი შემადგენლობის „დამსახურებისა“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ძერჟინსკის უდიდესი წვლილის“ გათვალისწინებით.

საბჭოთა პერიოდში ფელიქს ძერჟინსკის სახელობის იყო საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის(კგბ) აკადემიაც.

  • ფელიქს ძერჟინსკი საბჭოთა რეპრესიული ორგანოების ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი და ხელმძღვანელი იყო.
  • რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, 1917 წლიდან ხელმძღვანელობდა ე.წ. ჩეკას - კონტრევოლუციასა და საბოტაჟთან ბრძოლის საგანგებო კომისიას.

ძერჟინსკი ცნობილია მასობრივი „წითელი ტერორისა" და რეპრესიების სისტემის ორგანიზებით. მისი ხელმძღვანელობით „ჩეკისტები“ მასობრივად ხვრეტდნენ და დევნიდნენ ბოლშევიკების „მტრად“ მიჩნეულ ხალხს.

1958 წელს ფელიქს ძერჟინსკის დიდი ძეგლი დაუდგეს მოსკოვის ლუბიანკის მოედანზე, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის(კგბ) შენობასთან. დღეს ამ შენობაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურია.

  • რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საბჭოთა კგბ-ში მუშაობდა 1970-იანი წლებიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე.




ფორუმი

XS
SM
MD
LG