Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკვლევა: ომის დაწყებიდან პერიოდში 140-ზე მეტმა რუსმა დეზერტირმა მკვლელობა ჩაიდინა

"სევერ.რეალიი": ომის დაწყებიდან 140-ზე მეტმა რუსმა დეზერტირმა მკვლელობა ჩაიდინა.
"სევერ.რეალიი": ომის დაწყებიდან 140-ზე მეტმა რუსმა დეზერტირმა მკვლელობა ჩაიდინა.

რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო სამსახურს გაექცა და შემდეგ მკვლელობა ჩაიდინა, სულ მცირე, 144-მა რუსმა ჯარისკაცმა.

ამ ცნობას ავრცელებს პროექტი "სევერ.რეალიი", რუსეთის სასამართლოთა მონაცემებზე დაყრდნობით. ამ მონაცემების თანახმად, 2022 და 2023 წლებში რუსეთში, საერთო ჯამში, გაასამართლეს შვიდი დეზერტირი და სამხედრო სამსახურიდან თვითნებურად წასული პირი, რომლებსაც მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. 2024 წელს ეს რიცხვი 26 იყო, 2025-ში კი - 86. მიმდინარე 2026 წელს, სასამართლოებში უკვე შევიდა ამ შინაარსის 25 საქმე.

საქმე ეხება კონკრეტულად დეზერტირებს და სამხედრო ნაწილიდან თვითნებურად გასულ პირებს. გამოცემა "ვიორსტკა" მანამდე ავრცელებდა ცნობას, რომ ომის ოთხი წლის განმავლობაში ფრონტიდან დაბრუნებულებმა რუსეთში მოკლეს ან დაასახიჩრეს 1000-ზე მეტი ადამიანი.

105 საქმეზე უკვე გამოტანილია განაჩენები. ბრალდებულებს რვიდან 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. ზოგიერთი საქმე შეწყდა ბრალდებულის სიკვდილის ან "პროცესში მისი რეალური მონაწილეობის შესაძლებლობის არარსებობის" გამო.

მანამდე OSINT-პროექტი Frontelligence Insight-ი იუწყებოდა, რომ რუსეთის არმიაში დეზერტირობის მაჩვენებელი 2025 წელს ორჯერ გაიზარდა, წინა წელთან შედარებით. ბევრ რეგიონში მოქალაქეები ჩიოდნენ მკვლელობების და სხვა მძიმე დანაშაულების მატებაზე მას მერე, რაც მათ ქალაქებში დაბრუნდნენ უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG