„მის [ზურაბ პატარაძის] სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია პრეზიდენტად 2024 წლის ბოლოს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, პატარაძე „წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას“:
„ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი“.
ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას წლების წინაც იკავებდა: 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე. ის ამ თანამდებობაზე შეცვალა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც 2025 წლის აპრილში გადადგა.
რიჟვაძის შემდეგ ამ თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში იკავებდა სულხან თამაზაშვილი, რომელიც, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრუნდება, ახლა უკვე მინისტრის თანამდებობაზე.
ზურაბ პატარაძის ბიოგრაფია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია ხელმისაწვდომია აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე:
- 08/2018 წ. - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
- 2016 წ.(15 ივლისიდან) - 2018 წ. (21 ივლისამდე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
- 2013-2016 წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.
- 2012-2013 წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.
- 2011-2012 წწ. - საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი).
- 2011 წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
- 2009-2010 წწ. - საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკიში.
- 2009 წ. (4 მარტიდან 1 მაისამდე) - რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული.
- 2007-2009 წწ. - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული.
- 2004-2007 წწ. - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი.
- 2000-2004 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
- 2000 წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი.
- 1996-2000 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
- 1994-1996 წწ. - ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურები.
ფორუმი