Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აშშ-ის მწვანე შუქს ელოდება, დააბრუნოს ირანი ქვის ხანაში - თავდაცვის მინისტრი

ისრაელ კაცი
ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელი "მზად არის ირანის წინააღმდეგ ომის განახლებისთვის" და დასძინა, რომ მისი ქვეყანა შეერთებული შტატებისგან "მწვანე შუქს" ელოდება, რათა ირანი "ქვის ხანაში" დააბრუნოს.

"ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის და სამიზნეებიც მონიშნულია", - განაცხადა კაცმა ვიდეომიმართვაში.

"ჩვენ ველოდებით აშშ-ის მწვანე შუქს - უპირველეს ყოვლისა, ხამენეის დინასტიის განადგურების დასასრულებლად... და დამატებით, ირანის ბნელ და ქვის ხანაში დასაბრუნებლად, ენერგეტიკისა და ელექტროენერგიის ძირითადი ობიექტების განადგურებითა და მისი სახელმწიფო ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაშლით", - თქვა კაცმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 აპრილს გამოაცხადა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის 8 აპრილს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების შესახებ, რათა შეიქმნას სივრცე თეირანთან მოლაპარაკებებისთვის.

პაკისტანში მოლაპარაკებების განახლების გეგმები გაურკვეველია.

ისრაელი აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პირდაპირი მონაწილე არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG