„კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა მტრის მორიგი თავდასხმის შედეგად ქალაქ დნიპროში. გაანადგურეს მრავალსართულიანი სახლი დაარტყეს იმავე საცხოვრებელ კვარტალს, რომელსაც ღამით დაესხნენ თავს“, - წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟა. მისი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მოზარდები.
ბოლო პოსტში წერს, რომ რუსეთის კიდევ ერთი დარტყმის შედეგად საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ - 15 და 16 წლის მოზარდებს.
დაღუპული ადამიანები სამოქალაქო პირები არიან.
განჟა აქვეყნებს ფოტო და ვიდეომასალებს, რომლებზეც, დანგრეული სახლების გარდა, ჩანს დამწვარი ავტომობილები ბენზინ გასამართ სადგურზე. ხანძარი ჩააქრეს. განადგურდა 8 სატვირთო და 4 მსუბუქი ავტომანქანა.
თავდასხმა იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც. რუსულმა დრონმა მიკროავტობუსს დაარტყა. შემთხვევა სოფელ იურკოვკასთან მოხდა. შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
ფორუმი