გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყერის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისემის დაყენებას ონის, მესტიის, ახმეტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში გეგმავს:
- სოფელი გლოლა (ონი 13 და ონი 14) – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;
- სოფელი ჟაბეში (მესტია 32 და მესტია 20) – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;
- დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგი 6 და ყაზბეგი 9) – არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა;
- სოფელი დართლო (ახმეტა1) – არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა.
ამ მომსახურებისთვის ჯამში 1 400 000 ევროა გათვალისწინებული.
„ბოლო წლების განმავლობაში, მასშტაბური სტიქიური პროცესების განვითარების მზარდი დინამიკა, ადასტურებს ადრეული შეტყობინებისა და რისკის ზონებში უწყვეტი მონიტორინგის სისტემების აუცილებლობას“, - მიწერა გარემოს ეროვნული სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს.
2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში (გლოლადან რამდენიმე კილომეტრში), მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთი ადამიანის ცხედარი ვერ იპოვეს.
ფორუმი