Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდამსხმელის სამიზნე, სავარაუდოდ, ტრამპი იყო - აშშ-ის ოფიციალური პირი

დონალდ ტრამპი ჰილტონში სროლის შემდეგ 40 წუთში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. 25 აპრილი, 2026 წელი
დონალდ ტრამპი ჰილტონში სროლის შემდეგ 40 წუთში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. 25 აპრილი, 2026 წელი

26 აპრილს აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა, განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის თანამდებობის პირები იყვნენ სამიზნეები თავდასხმის დროს.

ვაშინგტონში, ჰილტონის სასტუმროში დაცვის საკონტროლო პუნქტზე, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშმის დაცვის სამსახურში მყოფ აგენტს ესროლა შეიარაღებულმა პირმა, სანამ მას დააკავებდნენ.

ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ვახშმიდან მათი დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

„როგორც ჩანს, მას, სინამდვილეში, ჰქონდა განზრახული ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანების, სავარაუდოდ, პრეზიდენტის, მიზანში ამოღება“, - განუცხადა ბლანშმა NBC News-ის წამყვანს და თქვა, რომ ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მატარებლით ჩავიდა ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში, შემდეგ კი ვაშინგტონში.

ფედერალურ სასამართლოში ეჭვმიტანილს 27 აპრილს წაუყენებენ ბრალს ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ფედერალური ოფიცრის მკვლელობის მცდელობაში, განაცხადა ბლანშმა და დასძინა, რომ არ იცის, კავშირი აქვს თუ თავდასხმას ირანის თემასთან.

ტრამპმა თეთრ სახლში გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, თავდასხმის სამიზნე თავად იყო. მან თქვა, რომ საიდუმლო სამსახურის ოფიცერი ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა გადაარჩინა და „კარგ მდგომარეობაში“ იყო.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა ენტონი გულიელმიმ დაადასტურა, რომ ოფიცერი საავადმყოფოდან გაწერეს.

მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს თავდასხმა და გამოხატეს კმაყოფილება, რომ ტრამპი და ყველა დამსწრე უსაფრთხოდ იყვნენ, და სოლიდარობა გამოხატეს შეერთებული შტატების მიმართ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG