Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები დავით ღოღაძე და ბაჩო ბებია

მათ ცხედრებს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
მათ ცხედრებს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ორი ქართველი დავით ღოღაძე და ბაჩო ბებია სამშობლოში ჩამოასვენეს. მათ ცხედრებს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

  • 37 წლის დავით ღონღაძე ორი წლის წინ, 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს. ის წარმოშობით თელავიდანაა, უკრაინაში კი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის, „შავი არწივის“ წევრი იყო.
  • 32 წლის ბაჩო (ელგუჯა) ბებია ნიკოლაევში რამდენიმე დღის წინ, 20 აპრილს გამთენიისას იმ შენობის დაბომბვისას დაიღუპა, სადაც დაახლოებით ათ თანამებრძოლთან ერთან იმყოფებოდა. მისი ცხედარი ჯერ ოდესაში გადაასვენეს.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა 2022 წლის 18 მარტს გავრცელდა.

უკრაინაში ომში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG