Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინსა და ზელენსკის ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი (ფოტოკოლაჟი).
ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი (ფოტოკოლაჟი).

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მას „კარგი საუბარი“ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

"ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის ვითარებაზე, რუსეთისა და უკრაინის, და იმედია, მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის "The Sunday Briefing"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ტრამპმა თქვა, რომ არ სურდა გაემხილა, როდის ესაუბრა ბოლოს პუტინს.

„მე მაქვს მასთან საუბრები, და მე მაქვს საუბრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, და კარგი საუბრები მაქვს“, - თქვა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ლიდერთან როდის შედგა მისი სატელეფონო საუბარი.

„პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სიძულვილი სისულელეა. სიგიჟეა. და სიძულვილი ცუდი რამ არის. სიძულვილი ცუდი რამ არის, როდესაც რაღაცის მოგვარებას ცდილობ, მაგრამ მაინც ხდება “, - თქვა მან.

ტრამპმა პირობა დადო, რომ დაასრულებდა ომს, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო, თუმცა მისი მეორე ვადის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ კონფლიქტი გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG