Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმები გლობალურ დეფიციტს აუარესებს

ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ. 28 აპრილი, 2026 წელი
ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ. 28 აპრილი, 2026 წელი

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ცნობით, კრემლმა 28 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული დარტყმები კიდევ უფრო ზრდის ნავთობის დეფიციტს მსოფლიოს ბაზრებზე და დამატებით დესტაბილიზაციას იწვევს.

ოფიციალური პირების თქმით, 28 აპრილს ტუაფსეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უკრაინული
დრონის თავდასხმამ დიდი ხანძარი გამოიწვია.

ეს უკვე მესამე თავდასხმაა შავი ზღვის ნავსადგურზე ორ კვირაზე ნაკლებ დროში.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგანგებო სიტუაციების მინისტრს ტუაფსეში ჩაფრენა და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების ხელმძღვანელობა დაავალა, იტყობინება რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (ТАСС).


28 აპრილს გამთენიისას, კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „უპილოტოების ნამსხვრევების
ჩამოცვენამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. დაშავებულები არ არიან”.
შტაბის თანახმად, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 122 ადამიანი და 39 ერთეული ტექნიკა.

28 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მორიგი შეტევა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG