„მალე შევალ [სხდომაზე] უკვე. ისეთი „რასკლადია“ წილხვედრში, რომ შეიძლება რაღაც პერიოდი უკან ვერც გამოვიდე. რა იცი, რა ხდება - კაცია და გუნება. ჩემებმა იცოდეთ, რო რამე „საკრუიზო კურორტზე“ ვარ ცოტა ხნით...“ - დაწერა ფეისბუკში ბექა ლოხიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ლოხიშვილის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიწყო.
„ქართველმა პოლიციელებმა აბსოლუტურად გადაუხვიეს თავიანთ ნარკოკალტერულ გზას და ოფიციალურად ყალიბდებიან ტერორისტულ ორგანიზაციად... პოლიციელი არის ტერორისტი, რომელიც გამუდმებით ტ**ნაში უნდა ამყოფო, რომ გონს მოეგოს“, - ეწერა პოსტში, რომელშიც ერთ-ერთი პოლიციელიც ჩანდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის შეურაცხყოფა ისჯება 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი არაერთი კანონი მიიღო. მათ შორის პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გამკაცრდა სასჯელი - ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა, მესამედ იმავე ქმედებისთვის კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა.
ფორუმი