Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გერმანიაში საკუთარ სამხედრო კონტინგენტს ამცირებს

მოკლედ

  • პენტაგონის ცნობით, აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დაახლოებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცით შემცირების ბრძანება გასცა.
  • ეს იქნება დაახლოებით 14%-იანი შემცირება გერმანიის მიწაზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის და პენტაგონისვე ცნობით, პროცესი 6-დან 12 თვემდე პერიოდში დასრულდება.
  • გერმანიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე განთავსებული ამერიკულო სამხედრო კონტინგენტი 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, 36 000-ზე მეტ აქტიურ სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს.

პენტაგონის განცხადების ფონია გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მხრიდან ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა ირანში ომის მიმართ მიდგომის გამო და ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ მერცი, რომელსაც "უამრავი პრობლემა აქვს", "საქმეს თავს საშინლად ართმევს."

"გადაწყვეტილება მოსდევს ევროპაში დეპარტამენტის ძალების მდგომარეობის ყოვლისმომცველ მიმოხილვას და ითვალისწინებს საომარ მოქმედებათა თეატრის საჭიროებებსა და ადგილზე ვითარებას. მოველით, რომ უკანდახევა მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვეში შესრულდება" - თქვა პენტაგონის სპიკერმა, შონ პარნელმა 2 მაისს.

ამ განცხადებას წინ უწრებდა, 29 აპრილს, დონალდ ტრამპის გამოსვლა, სადაც მან განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მოკავშირე გერმანიაში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობას განიხილავდა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას "პროგნოზიდებადს" უწოდებს, მოითხოვს დარჩეს ამერიკული სამხედრო კონტიგენტი გერმანიაში, რადგან ეს ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

გერმანიის სამხედრო მაღალჩინოსნები "როიტერსთან" საუბარში გაკვირვებას არ მალავენ ამგ ადაწყვეტილებით, რადგან მას წინ უძღოდა მათი შეფასებით "კონსტრუქციული შეხვედრები" პენტაგონში.

გერმანული მხარე მიუთითებს იმაზე, რომ მათ აშშ-ს ირანში ოპერაციისთვის საჰაერო ფრენის უფლებაც მისცეს და გერმანიაში აშშ-ს ბაზების გამოყენების უფლებაც, სხვა რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით. ასევე, რამშტაინის ბაზის სიახლოვეს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ ირანში დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილსაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG