კარგა ხანს გრძელდებოდა, მარტო ფეხებს ვაფართხალებდი. ხმას ვერ ვიღებდი. როგორც კი დამთავრდა ეს პროცესი, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა, შეიძლება შეეშინდა - არ გავგუდოო, მეთქი ნიკო რას აკეთებ, ახლავე წადი სახლში-თქო და ხომ გავიწიე და მეორედ მომიზიდა რესკად, სკამიანად მიზიდავდა და როგორც ჩანს სკამი ხელიდან გაუცურდა, იატაკზე აღმოვჩნდი და კუდუსუნის ძვალით დავვარდი" - ჰყვება ქალი "TV პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, იატაკზე დავარდნილმა რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა, ცნობიერების დაბრუნების შემდეგ კი ძლიერ ტკივილს გრძნობდა.
"ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არ მქონია, შეეცადა ჩემს წამოყენებას, ნელა-ნელა წამომაყენა, მადლობა ღმერთს რომ გადარჩიო, მე მეგონა მოკვდიო, ასე მოკვდა ჩემი მეზობელიო", - მსახიობ ლელა ვაჩნაძის თქმით, როცა ეს ფაქტი მოხდა, მის სახლში იმყოფებოდა მისი ორი ვაჟი, მეუღლე და მამა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ფორუმი