"ეს დღე გვახსენებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის საფუძველია, ხოლო ჟურნალისტების უსაფრთხოება - საზოგადოების თავისუფლების აუცილებელი პირობა. ერთად ვდგავართ მედიის თავისუფლებისთვის - თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება", - წერენ მარშის ორგანიზატორები.
შაბათის მარშების ტრადიცია უწყვეტ პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა bbc-ის საგამოძიებო ფილმის პასუხად დააწესეს - პირველი ერთი თვის განმავლობაში ამ მსვლელობით ისინი ითხოვდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი.
მომდევნო თვეებში მარშების თემატიკა უფრო მრავალფეროვანი გახდა - ის ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ასზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად ტარდება, ზოგჯერ კი მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს ეხმაურება.
ფორუმი