Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის შემოგარენში და სანქტ-პეტერბურგში ინტერნეტი შეზღუდეს 9 მაისის წინ

მოსკოვის შემოგარენში და სანქტ-პეტერბურგში ინტერნეტი შეზღუდეს 9 მაისის წინ, 2026 წლის 2 მაისი
მოსკოვის შემოგარენში და სანქტ-პეტერბურგში ინტერნეტი შეზღუდეს 9 მაისის წინ, 2026 წლის 2 მაისი

რუსეთში, მოსკოვის ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს 2 მაისს შეზღუდვები შეეხო კაბელური ინტერნეტით სარგებლობისას - ქსელთან წვდომა ხორციელდება ე.წ. "თეთრი სიებით", იუწყება რუსეთის მედია მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამ მონაცემების თანახმად, შეზღუდვები აამოქმედა Wi-Fi-ის და Istranet-ის ყველა პროვაიდერმა. მომხმარებლები აცხადებენ, რომ წვდომა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ვებსაიტებზეა შესაძლებელი, ხოლო სხვა რესურსები ხელმიუწვდომელია. მომსახურების ცენტრებში ამბობენ, რომ ასეთი რეჟიმი შეიძლება შენარჩუნდეს მაისის დღესასწაულების პერიოდში.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, მანამდე წყაროები იუწყებოდნენ გეგმაზე გამარჯვების აღლუმის წინ ინტერნეტის მკაცრი შეზღუდვები ამოქმედებულიყო მოსკოვის რეგიონში. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ალექსეი სვინცოვი აცხადებდა, რომ ზომები შეეხება არა მხოლოდ მობილურ, არამედ კაბელურ ინტერნეტსაც და ამას ხსნიდა "ბევრი უცხოელი სტუმრის ჩამოსვლით".

მსგავსი შეფერხებები აღირიცხა სანქტ-პეტერბურგშიც. ამ ქალაქის მოსახლეობაც აცხადებს, რომ ინტერნეტქსელი მხოლოდ "თეთრი სიით" მუშაობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG