მისი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავდა - ხუთი.
უკრაინიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოდესის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები მოხვდა სამ საცხოვრებელ სახლს. ასევე დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურის ნაგებობები და ტექნიკა.
მსხვერპლი მოჰყვა 3 მაისის ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმას ხერსონზეც.
ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსეთის ძალებმა 3 მაისს, გამთენიისას ხერსონის დნეპრის რაიონში სამოქალაქო ტრანსპორტზე მიიტანეს იერიში.
მისი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მამაკაცი. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ ოთხმა, მათ შორის ერთი, 63 წლის ქალია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 3 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა თითქმის 300 დრონითა და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით.
ყოველდღიური ანგარიშის თანახმად, გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-М“ და 268 დამრტყმელი უპილოტო აპარატი.
უწყების განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 249 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
ფორუმი